18 თებერვალს, ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების ფარგლებში, საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებისა და სწავლის შედეგების მიღწევის ყოველწლიური შეფასების განხორციელების მიზნით, ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ პროგრამის ხელმძღვანელები და უნივერსიტეტის ისეთი სტრუქტურული ერთეულები, რომელთა ჩართულობითაც ხორციელდება საგანმანათლებლო პროგრამების წლიური შეფასება.
აღნიშნული მექანიზმი მიზნად ისახავს შეფასდეს საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებისთვის საჭირო რესურსების ყოველწლიური განვითარება და დასახული სწავლის შედეგების მიღება.
საგანმანათლებლო პროგრამის ყოველწლიური შეფასების ფორმა მოიცავს საანგარიშგებო პერიოდში, პროგრამის ფარგლებში, განხორციელებული ცვლილებების აღწერასა და შეფასებას, სტუდენტთა აკადემიური მოსწრებისა და კურსდამთავრებულთა დასაქმების შესახებ მონაცემებს, ასევე, პერსონალისა და პროგრამის განხორციელებისთვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური რესურსების შესახებ საანგარიშგებო პერიოდში მიმდინარე ცვლილებების აღწერას.
შეხვედრის ფარგლებში შეფასების მონაწილეებს განემარტათ მექანიზმის დანიშნულება და დაიგეგმა განსახორციელებელი სამუშაოები.
საგანმანათლებლო პროგრამის შეფასების ანგარიში მომზადდება ყოველი აკადემიური წლის ბოლოს პროგრამის ხელმძღვანელის მიერ, უნივერსიტეტის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობით. ანგარიში წარედგინება ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტს. საჭიროების შემთხვევაში შემუშავებულ იქნება რეკომდენაციები საგანმანათლებლო პროგრამის განვითარებისა და პროგრამით დასახული სწავლის შედეგების უკეთ მიღწევის მიზნით.