სხვა სიახლეები

ევროპის უნივერსიტეტის ენებისა და კულტურის ცენტრის წარმომადგენლები ყვარელში

evropis-universitetis-enebisa-da-kulturis-tsentris-carmomadgenlebi-qvarelshi

15 თებერვალს, “შატო ყვარელში” ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორებმა ნანა ახობაძემ და ფიქრია თორიამ საინფორმაციო შეხვედრა გამართეს, ევროპის უნივერსიტეტისა და ყვარლის ევროკლუბის თანამშრომლობით, ყვარელში ინგლისურის უფასო კურსების დაწყებასთან დაკავშირებით.

თანამშრომლობის პირველ ეტაპზე, ევროპის უნივერსიტეტის ენებისა და კულტურის ცენტრი 80-მდე სხვადასხვა ასაკობრივ მსმენელს 3 თვის განმავლობაში შეასწავლის ენას. გაკვეთილები ყოველ შაბათს ჩატარდება. მსმენელები ცოდნის დონისა და ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით გადანაწილდებიან, აბიტურიენტებს კი სპეციალურად მათთვის შედგენილი პროგრამით ეროვნული გამოცდებისთვის მოამზადებენ.

შეხვედრის ფარგლებში, ყვარლის ევროკლუბის დამფუძნებელმა, ახალგაზრდა ევროპელმა ელჩმა, ნიკა გურინმა და ევროპის უნივერსიტეტის ენებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელმა, ფიქრია თორიამ, თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *