ევროპის უნივერისტეტის ენებისა და კულტურის ცენტრის წარმომადგენლები, სოციალური პასუხიმგებლობის ფარგლებში, ზემო სვანეთის სკოლებში, ადგილობრვი განვითარების მმართველი საბჭოს ეგიდით, დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს შეხვდნენ და სხვადასხვა შეთავაზებები წარადგინეს.
შეხვედრაზე მოსწავლეებს გააცნეს ისეთი პროექტები, როგორებიცაა: ”ჩემი იდეა ჩემს სკოლას” და #iSTUDENT – ტური ევროპის უნივერსიტეტში.
ენებისა და კულტურის ცენტრმა სკოლებს გაუზიარა ინფორმაცია უცხო ენების ადგილობრივი და საერთაშორისო სასერთიფიკატო კურსების შესახებ. ასევე, ცენტრის ორგანიზებით, აბიტურიენტებს, რომლებიც ევროპის უნივრსიტეტს აირჩევენ პირველ, მეორე ან მესამე პრიორიტეტად, ჩაუტარდებათ იმიტირეული ეროვნული გამოცდა ინგლისურ ენაში.