ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტის და GMSA-ის წევრის ალიკია ჩიპურუპალის სტატია “One Health approach to combating Antimicrobial Resistance – how can professionals from different backgrounds unite in this common fight?” დაიბეჭდა European Sting Magazine-ში.
European Sting არის პოლიტიკური გაზეთი, რომელიც მიზნად ისახავს მიაწოდოს თავის მკითხველს მიუკერძოებელი და სარწმუნო ინფორმაცია არამხოლოდ ევროპის საქმიან ურთიერთობებზე, არამედ ნებისმიერ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ საკითხზე. IFMSA-ისა და Sting-ის თანამშრომლობის ფარგლებში მსოფლიოს ნებისმიერ მედიკოს სტუდენტს შეუძლია ხმა მიაწვდინოს საზოგადოებას თავისი იდეების, მოსაზრებებისა და მიზნების შესახებ აღნიშნული გლობალური ონლაინ ჟურნალის მეშვეობით.
ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი ულოცავს ალიკია ჩიპურუპალის ამ წარმატებას !
https://europeansting.com/2019/12/27/it-is-now-the-era-to-evolve-mutually-as-the-bacteria-do/