სხვა სიახლეები

ევროპის უნივერსიტეტის ენებისა და კულტურის ცენტრსა (EULCC) და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამინისტროს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

evropis-universitetis-enebisa-da-kulturis-tsentrsa-eulcc-da-apkhazetis-avtonomiuri

ევროპის უნივერსიტეტის ენებისა და კულტურის ცენტრსა (EULCC) და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამინისტროს შორის, 2019 წლის 18 დეკემბერს ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს ენებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელმა ფიქრია თორიამ და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მინისტრმა კონსტანტინე კუჭუხიძემ.

მემორანდუმის მიზანია:

1.    აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული სოციალურად დაუცველი ახალგაზრდების შერჩევა ინგლისური, რუსული, გერმანული და ჩინური ენების შესწავლის უზრუნველსაყოფად; 2.    მხარეთა საერთო ინტერესების სფეროში შემავალ საკითხებზე თანამშრომლობა; 3.    სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებისა და პროფესიულ ინფორმაციული რესურსების გაზიარება; 4.    ერთობლივი სამუშაო შეხვედრების, სემინარების, კონფერენციების, კონკურსებისა და სხვა ღონისძიებების ორგანიზება.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *