ევროპის უნივერსიტეტსა და ევროპული ენების ინსტიტუტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილია ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტების ჩართვა სხვადასხვა ევროპულ გაცვლით/დასაქმებით პროგრამებში.
მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ, ევროპული ენების ინსტიტუტის წარმომადგენლები ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებსაც შეხვდნენ და მათ მიაწოდეს ინფორმაცია გერმანიაში არსებულ ანაზღაურებად სტაჟირებებზე.
შეხვედრას ევროპული ენების ინსტიტუტიდან ესწრებოდნენ: ჰარალდ ქრისტიან ჰორნუნგი – ევროპული ენების ინსტიტუტის პრეზიდენტი; თეა ფეტელავა – ევროპული ენების ინსტიტუტის საერთაშორისო პროფესიული განათლების პროგრამის ხელმძღვანელი და ნინო აბრალავა – სამედიცინო უნივერსიტეტის ენების ცენტრის და DAAD-ის საპატიო ელჩი.