ევროპის უნივერსიტეტი მუდმივად ეხმაურება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს. უნივერსიტეტის სტრატეგიიდან გამომდინარე, ვიაზრებთ სოციალურ პასუხისმგებლობას და უნივერსიტეტის ფსიქოლოგიური მხარდაჭერის ცენტრისა და სამართლებრივი დახმარების ცენტრის ერთობლივი ინიციატივით გთავაზობთ საჯარო პანელურ დისკუსიას თემაზე: “ჩემი ხმა ზრდასრულებს“
განსახილველი თემები:
• მოზარდების უფლებები;
• როგორ მიმდინარეობს მოზარდების დაკითხვა, რა სტანდარტები უნდა იქნას დაცული დაკითხვის/გამოძიების პროცესში;
• მოზადრების უფლებები სკოლაში;
• მოზარდების ფსიქოლოგიური პრობლემები და მისი პრევენცია.
პანელურ დისკუსიას გაუძღვებიან არასრულწლოვანთა საქმეების ადვოკატები და ამავე სფეროს წამყვანი სპეციალისტები.
პანელურ დისკუსიაზე ველოდებით ნებისმიერ დაინტერესებულ პირტს, სტუდენტებს და რაც მთავარია მოსწავლეებს.
დამსწრე აუდიტორიას ექნება უნიკალური შესაძლებლობა დააფიქსირონ თავიანთი მოსაზრებები, დასვან მათთვის საინტერესო კითხვები და მიიღონ პასუხები.
ღონისძებაზე დასასწრებად, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე: https://bit.ly/38VLlhR
თარიღი: 20 დეკემბერი
დრო: 15:00 საათი
ადგილი: ზურაბ ჟვანიას სახელობის დარბაზი, ევროპის უნივერსიტეტი, გურამიშვილის გამზ. N76