სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სიახლეები

აკრედიტაციის საბჭომ ევროპის უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამას 7 წლის ვადით აკრედიტაცია მიანიჭა

akreditatsiis-sabchom-evropis-universitetis-samartlis-sabakalavro-saganmanatleblo

2019 წლის 17 დეკემბერს, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭომ ევროპის უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამას 7 წლის ვადით აკრედიტაცია მიანიჭა.

მიმდინარე წელს განხორციელდა აღნიშნული პროგრამის გეგმიური რეაკრედიტაცია და კიდევ ერთხელ დადასტურდა პროგრამის აკრედიტაციის სტანდარტებთან შესაბამისობა.

უნივერსიტეტი პროგრამის აკრედიტაციის პროცესში გაწეული შრომისთვის მადლობას უხდის აკადემიურ, მოწვეულ და ადმინისტრაციულ პერსონალს, ასევე პარტნიორ ორგანიზაციებს, კურსდამთავრებულებსა და სტუდენტებს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *