30 ნოემბერს, ევროპის უნივერსიტეტში სწავლების თანამედროვე მეთოდების ტრენინგცენტრის ორგანიზებით გაიმართა ტრენინგი – სწავლა- სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდები უმაღლეს განათლებაში.
ტრენინგცენტრის ტრენერმა – ეკატერინე ნაცვლიშვილმა ევროპის უნივერსიტეტის ბიზნენისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის, კერძოდ, ინფორმატიკის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამისა და ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის პროფესორ-მასწავლებელთათვის ჩაატარა ტრენინგი.
ტრენერმა – ეკატერინე ნაცვლიშვილმა ტრენინგის მსვლელობისას ყურადღება გაამახვილა, როგორც სწავლა-სწავლების მეთოდებზე, ასევე, შეფასების უკვე არსებულ და თანამედროვე მეთოდებზე და მათ შორის ძირითადი მსგავსება- განსხვავებების დემონსტრირება მოახდინა პრაქტიკული დავალებების საშუალებით.
სწავლების თანამედროვე მეთოდების ტრენინგცენტრი გეგმავს დეკემბერში განახორციელოს სხვადასხვა მიმართულების ტრენინგები ევროპის უნივერსიტეტის აკადემიური, თუ მოწვეული პერსონალისთვის.