საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის ფარგლებში კვლევითი და პრაქტიკული კომპონენტის გაძლიერების მიზნით, ევროპის უნივერსიტეტმა მემორანდუმები შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან გააფორმა:
• ჯორჯ მარშალის სახელობის ცენტრის კურსდამთავრებულთა კავშირი, საქართველო-საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხების კვლევის ცენტრი;
• საერთაშორისო სწავლების კვლევითი ცენტრი;
• სამოქალაქო საბჭო თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში;
• ევროპის ახალგაზრდული პარლამენტი.
მემორანდუმების ფარგლებში, განისაზღვრა მომავალი თანამშრომლობის პრიორიტებები და დაიგეგმა ერთობლივი პროექტები.
შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის ფარგლებში ევროპის უნივერსიტეტის პარტნიორების სიაში არიან ასევე:
• საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;
• საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევების ფონდი;
• კავკასიური სახლი;
• მრავალეროვანი საქართველო;
• პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის.