სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სიახლეები

გერმანელი პროფესორის ვიზიტი ევროპის უნივერსიტეტში

germaneli-propesoris-viziti-evropis-universitetshi

22 ნოემბერს, ევროპის უნივერსიტეტს გერმანიის გრეისფალდის უნივერსიტეტის კრიმინოლოგიის, სისხლის სამართლისა და შედარებითი სისხლის სამართლის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი შტეფან ჰარენდორფი ეწვია.

სტუმარს ევროპის უნივერსიტეტის რექტორი თამარ კერძაია, სამართლის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი იოსებ კელენჯერიძე, ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომლები გიორგი ღლონტი და ალექსანდრე ღლონტი შეხვდნენ.

მხარეებმა ევროპის უნივერსიტეტის სამართლის სადოქტორო პროგრამის ფარგლებში მომავალი თანამშრომლობის გეგმები დასახეს. პროფესორ შტეფან ჰარენდორფის შემოთავაზებით, შესაძლებელია გერმანიაში გაცვლითი პროგრამების განხორციელება როგორც ევროპის უნივერსიტეტის პროფესორებისათვის, ასევე სადოქტორო პროგრამის მომავალი სტუდენტებისათვის.

ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში მხარეები შეჯერდნენ ასევე შემდეგ თემებზე:

– ერთობლივი კონფერენციებისა და სემინარების ორგანიზება; – ინტენსიური ბლოკ-სემინარებისა და ლექციების ჩატარება ევროპის უნივერსიტეტში; – სადოქტორო თემების უცხოური თანახელმძღვანელობა; – ევროპის უნივესიტეტის სამართლის სამეცნიერო ჟურნალში სტატიების რეცენზირება.

აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით მხარეებს შორის მემორანდუმის გაფორმება დაიგეგმა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *