14 ნოემბერს, ევროპის უნივერსიტეტში, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსის, თათია დოლიძის ორგანიზებით, სტუდენტებისთვის საერთაშორისო განათლების ცენტრის წარმომადგენლებთან (CIE) შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მიზანი, სტუდენტებისთვის საერთაშორისო განათლების მიღების შესაძლებლობების, უცხოეთში სწავლის პირობებისა და სამომავლო განვითარების გაცნობა იყო.
შეხვედრის ფარგლებში ფონდმა სტუდენტებს საკუთარი ცენტრი გააცნო, რომელიც აღჭურვილია უახლესი ტექნიკითა და ლიტერატურით სხვადასხვა უნივერსიტეტებისა და უმაღლესი სასწავლებლების შესახებ.
ცენტრში ასევე ხელმისაწვდომია უახლესი ლიტერატურა ისეთი ტესტების მოსამზადებლად, როგორიცაა: TOEFL, SAT, GRE, GMAT, IELTS. აღნიშნული ლიტერატურით სარგებლობა შეეძლებათ CIE-ში მისულ ნებისმიერ სტუდენტს.
აღსანიშნავია, რომ ფონდი “საერთაშორისო განათლების ცენტრი” შეიქმნა ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველოს” ოპერაციული პროგრამის – საერთაშორისო განათლების საკონსულტაციო ცენტრის ბაზაზე და მისი მისიაა დაეხმაროს ქართველ სტუდენტებს სათანადო ინფორმაციის მიწოდებით მათი ინტერესების შესაბამისი უნივერსიტეტებისა და დაფინანსების მოძიებაში.
საერთაშორისო განათლების ცენტრი არის ბუდაპეშტის ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის (CEU) და ბულგარეთის ამერიკული უნივერსიტეტის (AUBG) ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში და დღემდე 3000-მდე სტუდენტის განათლებას უზრუნველყოფს საერთაშორისო მასშტაბით.
“საერთაშორისო განათლების ცენტრი” და ევროპის უნივერსიტეტი სამომავლო განავითარებასა და თანამშრომლობაზე შეთანხმდენენ.