ევროპის უნივერსიტეტი მედიცინის ფაკულტეტის თანაშემწის პოზიციაზე, მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის კონკურსს აცხადებს.
ლექტორის თანაშემწის პოზიციის დასაკავებლად , სტუდენტი შემდეგ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს:
• საგნის კარგად ფლობა / მაღალი შეფასება საგანში;
• სტუდენტებთან, ადმინისტრაციულ და აკადემიურ/მოწვეულ პერსონალთან, ასევე გარე პირებთან კომუნიკაციის კარგი უნარები, განურჩევლად მათი ეთნიკური, რელიგიური თუ ენობრივი კუთვნილებისა;
• ლიდერული უნარები, პრობლემების გადაჭრისა და გადაწყვეტილების დროული მიღების, სტუდენტთა საჭიროებების გამოვლენისა და მათზე სწრაფი რეაგირების უნარები;
• კარგი ინტერპერსონალური უნარები ადმინისტრაციულ და აკადემიურ პერსონალთან და სტუდენტებთან მიმართებაში, შიდა და გარე ურთიერთობების განხორციელების შესაძლებლობები;
• წერის კარგად განვითარებული კულტურა; სხვადასხვა სოციალური და მედია საშუალების გამოყენების ცოდნა (ელ.ფოსტა, ქსელები და ა.შ.);
• გუნდური მუშაობის უნარი, შეხვედრებში აქტიური მონაწილეობა და ჩართულობა;
• ორგანიზებულობა, მაღალი მოტივაცია, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
• კონსტრუქციული უკუკავშირის უზრუნველყოფის უნარი;
• დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
• სემინარებსა და ტრენინგებში მონაწილეობისთვის მზადყოფნა.
კანდიდატის შერჩევის კრიტერიუმები:
ა) აქტიური სტუდენტის სტატუსი;
ბ) მოპოვებული აქვს სულ მცირე 60 კრედიტი;
გ) აქვს მაღალი შეფასება შესაბამის საგანში;
დ) მოტივირებულია ლექტორის თანაშემწის მოვალეობის შესრულებისათვის;
ე) აკმაყოფილებს ლექტორის თანაშემწის პოზიციის დასაკავებლად განსაზღვრულ მოთხოვნებს.
წარმოსადგენი დოკუმენტები:
ა) სამოტივაციო წერილი – ერთგვერდიანი ესე ახსნა-განმარტებით, თუ რატომ სურთ ტუტორის პოზიციის დაკავება;
ბ) რეზიუმე/CV; 5
გ) 2 სარეკომენდაციო წერილი: სასწავლო კურსის ლექტორის (ნებისმიერი) და სასწავლო პროცესის მენეჯერებისაგან.
გთხოვთ აღნიშნული დოკუმენტები გადმოგზავნოთ 12 ნოემბრის, 18:00 სთ-ს ჩათვლით,შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: studentinfo@eu.edu.ge