საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

ევროპის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის ხელმძღვანელი, თათია დოლიძე, ერევანში საერთაშორისო კონფერენციაზე მოხსენებით წარსდგა

evropis-universitetis-saertashoriso-urtiertobebis-programis-khelmdzghvaneli-tatia-dolidze

ევროპის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის ხელმძღვანელი, თათია დოლიძე, ერევანში საერთაშორისო კონფერენციაზე მოხსენებით წარსდგა. ერევანში ვიზიტი მიზნად ისახავდა ვიზა ლიბერალიზაციის პროცესში საქართველოს მიღწევებისა და ასევე გამოწვევების შესახებ ინფორმაციის გაზიარებას სომხეთისთვის – გადაწყვეტილების მიმღები პირებისა და სხვა პროფესიონალებისთვის. აღნიშნული კონფერენცია  დასკვნითი ღონისძიება იყო საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP, საქართველო), ევროპული პოლიტიკის და რეფორმის ინსტიტუტსა (IPRE, მოლდოვა) და გლობალიზაციისა და რეგიონული თანამშრომლობის ანალიტიკურ ცენტრის (ACGRC, სომხეთი) ერთობლივი პროექტის – „საქართველოს, მოლდოვასა და სომხეთს შორის გამოცდილების გაზიარების გზით ვიზალიბერალიზაციის ხელშეწყობა“ – ფარგლებში, რომელიც ხორციელდება „აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის“ ქვე-გრანტის სქემის ხელშეწყობით (FSTP) და ფინანსდება ევროკავშირის მიერ.

პროექტის ფარგლებში თათია დოლიძის ავტორობით გამოიცა პოლიტიკის დოკუმენტი –“ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის პროგრესის შეფასება: საქართველო პრევენციული სტრატეგიის ძიებაში”. პუბლიკაცია დაიბეჭდა კრებულის სახით, რომელიც ასევე მოიცავს IPRE-სა და ACGRC-სთან თანამშრომლობით მომზადებულ მოლდოვის ვიზა ლიბერალიზაციისა და სომხეთის ვიზა ფასილიტაზიის შესახებ პოლიტიკის დოკუმენტებსაც.

თათია დოლიძის პუბლიკაციამ საერთაშორისო ექსპერტების მოწონება დაიმსახურა და ბრიუსელის მხრიდან 3DCFTAs ვებ-გვერდზეც გამოქვეყნდა, რომელიც გახლავთ შვედეთის განვითარებისა და თანამშომლობის სააგენტოს (SIDA) მიერ დაფინანსებული პროექტის, – “ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებების და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმებების გაგება უკრაინაში, მოლდოვასა და საქართველოში”, – ფარგლებში შექმნილი ვებ-გვერდი.

თათია დოლიძის პუბლიკაციის სანახავად, გადადით ბმულზე: https://bit.ly/2MYOWmp ვებ-გვერდს, ისევე როგორც სრულიად პროექტს, უძღვება ევროპის წამყვანი კვლევითი ცენტრი CEPS (ბრიუსელი), რომლის ყოფილი თანამშრომელიც თათია დოლიძე გახლავთ

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *