15 ოქტომბრიდან 25 ოქტომბრის ჩათვლით, ევროპის უნივერსიტეტში ამერიკელი პროფესორის, ადვოკატ დევიდ კოლბეს სერტიფიცირებული ტრენინგ-კურსი: „ნაფიც მსაჯულთა სასამართლო“ ჩატარდა.
ტრენინგ-კურსში საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებმა მიიღეს მონაწილეობა.
კურსის ბოლოს, მონაწილეებს ტესტირების ჩაბარების შედეგად, სერტიფიკატები გადაეცათ.
სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიას აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელი ესწრებოდა.
დევიდ კოლბემ მონაწილეობა მიიღო აგრეთვე ევროპის უნივერსიტეტის მიერ 19 ოქტომბერს გამართულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში: „მართლმსაჯულების აქტუალური პრობლემები“.
ევროპის უნივერსიტეტის სამართლის სამეცნიერო ჟურნალ „სამართალი და მსოფლიოს“ სარედაქციო კოლეგიის გადაწყვეტილებით, პროფესორი დევიდ კოლბე ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის წევრი გახდა.
პროფესორი დევიდ კოლბე ვალპარაისოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დოქტორია (აშშ. ინდიანას შტატი). იგი არის ინდიანას შტატის ადვოკატთა ასოციაციის და ინდიანას შტატის ადვოკატთა ასოციაციის ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის წევრი.
ამერიკელი ადვოკატი დევიდ კოლბე ევროპის უნივერსიტეტში
28
Oct