ჩეხეთში, მენდელის უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ საერთაშორისო კვირეულს, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებს „GoAbroad Fair and International Market”-ზე საკუთარი უნივერსიტეტების პრეზენტაციის შესაძლებლობაც ჰქონდათ, ევროპის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი, თორნიკე ხოშტარია ესწრებოდა.
კვირეულის ფარგლებში, თორნიკე ხოშტარიამ, კოლეგებს საქართველოში არსებულ მომხმარებელზე დაფუძნებული ბრენდის კაპიტალის შესახებ საკუთარი გამოცდილება გაუზიარა.
გარდა ამისა, ღონისძიების განმავლობაში გაიმართა შეხვედრები სხვადასხვა უნივერსიტეტების წარმომადგენლებთანაც.
ვიზიტის შედეგად, Erasmus+ KA1 and KA2 პროგრამაში მონაწილეობის შესახებ მოლაპარაკებები შემდეგ ეტაპზე გადავიდა, ისეთ უნივერსიტეტებთან, როგორებიცაა:
1.მენდელის უნივერსიტეტი ბრნოში (ჩეხეთი);
2. ნოვას უნივერსიტეტი (პორტუგალია);
3. საბერძნეთის ხმელთაშუა უნივერსიტეტი (საბერძნეთი);
4. კასეტარტის უნივერსიტეტი (ტაილანდი);
5. იორდანიის უნივერსიტეტი (იორდანია);
6. ტრიბჰვანის უნივერსიტეტი (ნეპალი).
ევროპის უნივერსიტეტი ჩეხეთში გამართულ საერთაშორისო კვირეულზე
25
Oct