სხვა სიახლეები

კონფერენცია თემაზე: “მართლმსაჯულების აქტუალური პრობლემები”

19 ოქტომბერს, ევროპის უნივერსიტეტის ორგანიზებით საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა თემაზე: „მართლმსაჯულების აქტუალური პრობლემები“.
კონფერენცია მართლმსაჯულების აქტუალურ პრობლემებს ეხებოდა, მომხსენებლებმა ქართულ მართლმსაჯულებაში არსებულ გამოწვევებზე, მართლმსაჯულების საერთაშორისო სტანდარტების ქართულ მართლმსაჯულებაში დანერგვის პრაქტიკასა და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრეს.
კონფერენციაზე ასევე განიხილეს სასამართლო სისტემების შესახებ საქართველოში არსებული საზოგადოებრივი აზრი და სასამართლო ხელისუფლების რეიტინგისა და სანდოობის მაჩვენებელი.
კონფერენციის მომხსენებლები იყვნენ როგორც ქართველი პრაქტიკოსი პროფესორები, ასევე უცხოელი ადვოკატები და სტუმრები, რომლებმაც საკუთარი საერთაშორისო  გამოცდილება  ქართველ კოლეგებს გაუზიარეს.
კონფერენციზე სიტყვით გამოვიდნენ  სტრასბურგის სასამართლოს ყოფილი მოსამართლე მინდია უგრეხელიძე, ჰააგის სასამართლოს თბილისის ოფისის ხელმძღვანელი კაუპო კანდი, ამერიკელი ადვოკატი, პროფესორი დევიდ კოლბე.
კონფერენციას ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლებთან ერთად, აკადემიური წრეები, უცხოელი სტუმრები და საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
სტუმართა სიაში იყვნენ ასევე: ლევან მესხორაძე – ევროკავშირის პროექტის ხელმძღვანელი და სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს ყოფილი წარმომადგენელი; თათია დოლიძე – სამართლის დოქტორი, ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი; თამარ ავალიანი – ადამიანის უფლებათა ცენტრის იურიდიული სამსახურის უფროსი.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *