სხვა სიახლეები

ევროპის უნივერსიტეტში ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა

evropis-universitetshi-khelnaketi-nivtebis-gamopena-gaqidva-gaimarta

3 ოქტომბერს ევროპის უნივერსიტეტში ენებისა და კულტურის ცენტრის მსმენელის, ნინო ინასარიძის ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.
ნინო ინასარიძე ნამუშევრებისთვის იყენებს სპილენძსა და ბუნებრივ ქვებს, რომლებიც  სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა.
ღონისძიებას ევროპის უნივერსიტეტის ადმინისტრაციული პერსონალისა და სტუდენტების გარდა, ესწრებოდნენ თსუ-ს პროფესორი, გერმანიის აკადემიური გაცვლითი სამსახურის (DAAD) ელჩი, ნინო აბრალავა და ევროპის ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის კონფედერაციის წევრი, ალტერნატიულ მეცნიერებათა საერთაშორისო აკადემიის აკადემიკოსი, გია სულაქველიძე. 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *