19 სექტემბერს მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში ქ.ქუთაისში სამეცნიერო პიკნიკი გაიმართა, სადაც ევროპის უნივერსიტეტი სამედიცინო სტენდით იყო წარმოდგენილი.
ევროპის უნივერსიტეტის სტენდთან მოსწავლეებს, მულაჟების გამოყენებით კლინიკური უნარჩვევების დემოსტრირების საშუალება ჰქონდათ, ხოლო გამარჯვებულებს ევროპის უნივერსიტეტისგან საჩუქრები გადაეცათ.
შეგახსენებთ, რომ მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი ყოველწლიურად იმართება, წელს კი მისი ორგანიზატორი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდიც იყო.
ხოლო, 23 სექტემბერს, სამეცნიერო ფესტივალის ფარგლებში გამართულ ღია კარის დღეზე ევროპის უნივერსიტეტმა აბიტურიენტებს უმასპინძლა.
ღია კარის დღეზე მედიცინით დაინტერესებულმა აბიტურენტებმა ევროპის უნივერსიტეტის სამედიცინო ლაბორატორიები და სიმუალციური ცენტრი დაათვალიერებს, სადაც მათ შესაძლებლობა ჰქონდათ 3D სათვალის გამოყენებით მულაჟები დაეთვალიერებინათ და მათზე სხვადასხვა სახის მანიპულაციები ჩაეტარებინათ. ფესტივალის ვიდეომასალა იხილეთ აქ.