ევროპის უნივერსიტეტში 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და ტექნოლოგიების და მედიცინის ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამებზე აკადემიური და ადმინისტრაციული რეგისტრაციის ვადების განსაზღვრის შესახებ:
ადმინიტრაციული რეგისტრაციის ვადები
მედიცინის ფაკულტეტზე (აკადემიური კალენდარი, რომლითაც სასწავლო პროცესის დაწყება განსაზღვრულია 2021 წლის 15 მარტიდან) ადმინისტრაციული რეგისტრაციის ვადები განისაზღვროს 2021 წლის 20 თებერვლამდე;
სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტების საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისთვის ადმინისტრაციული რეგისტრაციის ვადები განისაზღვროს 2021 წლის 6 მარტიდან – 9 მარტის ჩათვლით.
აკადემიური რეგისტრაციის ვადები
მედიცინის ფაკულტეტზე (აკადემიური კალენდარი, რომლითაც სასწავლო პროცესის დაწყება განსაზღვრულია 2021 წლის 15 მარტიდან) აკადემური რეგისტრაციის ვადები განისაზღვროს – 2021 წლის 10 მარტიდან 11 მარტის ჩათვლით;
სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტების საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისთვის აკადემიური რეგისტრაციის ვადები განისაზღვროს 2021 წლის 10 მარტიდან – 14 მარტის ჩათვლით.
მიმაგრებული ფაილები:
დანართი 1 ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაციის ვადები (1)