ევროპის უნივერსიტეტის სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის და ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის პროგრამების (გარდა მენეჯმენტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის და მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისა) სტუდენტთათვის 2019 – 2020 სასწავლო წლის აკადემიური კალენდარი
უქმე დღეები
- 1 და 2 იანვარი – ახალი წლის სადღესასწაულო დღეები;
- 7 იანვარი – უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს შობის დღე;
- 19 იანვარი – ნათლისღება – უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს გაცხადების დღე;
- 3 მარტი – დედის დღე;
- 8 მარტი – ქალთა საერთაშორისო დღე;
- 9 აპრილი – საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღე, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღე;
- სააღდგომო დღეები – დიდი პარასკევი, დიდი შაბათი, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღე; მიცვალებულთა მოხსენიების დღე – აღდგომის მეორე დღე, ორშაბათი;
- 9 მაისი – ფაშიზმზე გამარჯვების დღე;
- 12 მაისი – საქართველოს ეკლესიის, როგორც სამოციქულო საყდრის, დამაარსებლის – წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღე;
- 26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე;
- 28 აგვისტო – ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღე (მარიამობა);
- 14 ოქტომბერი – მცხეთობის (სვეტიცხოვლობის, კვართის დღესასწაულის) დღე;
- 23 ნოემბერი – გიორგობის დღე.