ევროპის უნივერსიტეტის აფილირებული პროფესორი ნათია ჯოჯუა ევროპის უნივერსიტეტის დაფინანსებით 6-10 ივლისს იმყოფებოდა ქ. კრაკოვში (პოლონეთი), სადაც მონაწილეობა მიიღო ევროპის ბიოქიმიკოსთა ასოციაციების ფედერაციის (FEBS) ყოველწლიურ კონგრესში.
კონგრესის მიმდინარეობისას შეხვედრები ჰქონდა კონფერენციის მონაწილე ცნობილ მეცნიერებთან აკადემიური და სამეცნიერო მიმართულებით შესაძლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით.