სხვა სიახლეები

ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტების წარმატება მეორე საერთაშორისო ჩემპიონატზე დიაგნოსტიკაში

evropis-universitetis-meditsinis-pakultetis-studentebis-carmateba-meore-saertashoriso

მეორე საერთაშორისო დიაგნოსტიკური ჩემპიონატის საბოლოო შედეგები უკვე ცნობილია. ჩემპიონატში მონაწილეობას იღებდა 49 ქვეყნის 104 სამედიცინო სკოლის 213 გუნდი. კონკურსის ფორმატი ითვალისწინებდა InSimu Patient აპლიკაციით მოწოდებული კლინიკური შემთხვევების განხილვას და დიაგნოზის დასმას კონკურსანტების მიერ.

საბოლოო ქულები დაანგარიშდა რამოდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით:  სწორი დიაგნოზის დასმა, სწორ დიაგნოზამდე მისასვლელი გზა, ქეისის განხილვისთვის საჭირო დრო და ხარჯთ-ეფექტურობა. მაღალი ქულის მისაღებად გადამწყვეტი კრიტერიუმი იყო ყველაზე შესაბამისი სადიაგნოსტიკო ტესტის არჩევა.

კონკურსში ევროპის უნივერსიტეტის სახელით მონაწილეობდა მედიცინის ფაკულტეტის სამი სტუდენტისაგან, ვენკატა ნაგა სარაბუ მეღანა, შვეტა ტილანტე და მოჰამედ ქამარ ნაიკი, შემდგარი გუნდი. გუნდმა წარმატებით გაიარა კონკურსის ყველა ეტაპი და საპატიო მესამე ადგილი დაიკავა.

გამარჯვებული გუნდის წევრები, ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები ორგანიზატორებისგან საჩუქრად მიიღებენ ამაზონის სასაჩუქრე ბარათს და InSimu Premium ბარათს.

ევროპის უნივერსიტეტი ულოცავს ვენკატა ნაგა მეღანას, შვეტა ტილანტეს დ მოჰჰამედ კამარ ნაიკს ამ წარმატებას!

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *