ევროპის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური აცხადებს კონკურსს გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამართლის პროგრამის სტუდენტებისთვის პარტნიორ პოლონეთის დობროვა გორნიცას უნივერსიტეტში.
დობროვა გორნიცას უნივერსიტეტი წარმოადგენს რეიტინგით მეათე უნივერსიტეტს პოლონეთში.
სასწავლო სტიპენდიის მოცულობა – 5000 ლარი.
დაფინანსება – ევროპის უნივერსიტეტი 5000 ლარით დააფინანსებს საუკეთესო საკონკურსო შედეგის მქონე ერთი სტუდენტის ცხოვრებისა და ფრენის ხარჯებს სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტიდან.
წავლის ხანგრძლივობა – 2019 წლის შემოდგომის სემესტრი.
სწავლის გადასახადი – სწავლის გადასახადი სემესტრში ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის შეადგენს 200 ევროს.
იხილეთ საგნების ჩამონათვალი ( რეკომენდებული საგნები სამართლის პროგრამის სტუდენტებისთვის გამწვანებულია).
შეგახსენებთ, რომ კანონის თანახმად, გაცვლითი პროგრამის მონაწილე სტუდენტს არ უწყდება სტატუსი ევროპის უნივერსიტეტში. თუმცა, უნივერსიტეტი შესაძლებლობას აძლევს სტუდენტს, სწავლის სემესტრული გადასახადი არ გადაიხადოს ჩვენთან, არამედ მიმართოს პოლონურ უნივერსიტეტში სწავლის დასაფინანსებლად. შესაბამისად, სწავლის გადასახადს (200 ევრო) იხდის სტუდენტი.
საკონკურსო მოთხოვნა: ინგლისური ენის მინიმუმ B1 დონეზე ცოდნა.
კონკურსის პირობები – შეფასების მაქსიმალური ქულა- 100. კონკურსანტებს შეაფასებენ კომისიები გასაუბრების ფორმით სპეციალობასა (მაქსიმუმ 50 ქულა სპეციალობის საგნების ძირითადი ცნებებისა და საკითხების ფლობაში) და ინგლისურ ენაში (მაქსიმუმ 50 ქულა). დაფინანსდება საუკეთესო ქულის მქონე კონკურსანტი ორივე გასაუბრების ჯამური შედეგების მიხედვით. თანაბარი ქულების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება უკეთესი GPA მქონე კანდიდატს. იმ შემთხვევაში თუ კონკურსანტი ვერ ახერხებს ფიზიკურად თბილისში ჩამოსვლას, შესაძლებელია, გასაუბრება დისტანციურად გაიმართოს.
კონკურსისთვის რეგისტრაციის ვადები: 2019 წლის 15 ივლისიდან 23 ივლისის 20.00 საათის ჩათვლით (ნაცვლად 21 ივლისის 18.00 საათისა).
გასაუბრება სპეციალობასა და ინგლისურ ენაში: 2019 წლის წლის 24 ივლისს (ნაცვლად 22 ივლისისა), 11.00 საათზე, ევროპის უნივერსიტეტის მცირე საკონფერენციო დარბაზში, მეოთხე სართულზე.
სტუდენტური საერთო საცხოვრებელი – თვეში 150 ევრო.
ცხოვრების საერთო ხარჯები პოლონეთში – იხილეთ აქ
საგნების არჩევა – საგნების არჩევასთან დაკავშირებით მიმართეთ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს, დეკანატებსა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს.
გზამკვლევები ქალაქ დობროვა გორნიცასა (სადაც უნივერსიტეტია) და კატოვიცესთან (სადაც საერთო საცხოვრებელია) დაკავშირებით.
თუ გსურთ, მონაწილეობა მიიღოთ კონკურში, გთხოვთ, დარეგისტრირდეთ.
კონსულტაციისთვის მიმართეთ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს: international@eu.edu.ge