2019 წლის 16 ივლისს, ევროპის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ადაპტირებული ქართული კლასიკური მხატვრული ლიტერატურის პრეზენტაცია გაიმართა.
ლიტერატურა ადაპტირდა ევროპის უნივერსიტეტის აფილირებული ასოცირებული პროფესორის მარიამ კილანავას მიერ. პროექტი ევროპის უნივერსიტეტის მიერ აფილირების ფარგლებში დაფინანსდა.
წიგნების სერია ენის ფლობის დონეებად ადაპტირებულ ქართულ მხატვრულ ლიტერატურას წარმოადგენს, რომელიც დამხმარე რესურსია ქართულის, როგორც უცხო ენის სწავლების სფეროში.
პრეზენტაციას საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტების წარმომადგენლები დაესწრნენ, მათ შორის იყვნენ დარგის სპეციალისტები და ქართულის, როგორც უცხო ენის სწავლების სფეროში მოღვაწე პროფესორები.