2019 წლის 28 ივნისს, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ორგანიზებით, ევროპის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტები ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ესტუმრნენ. სტუდენტებმა საელჩოს წარმომადგენლებს წარუდგინეს ტურიზმის საერთაშორისო კურსის ფარგლებში დამუშავებული საკითხები.
საელჩოს წარმომადგენლებმა სტუდენტებს ინფორმაცია მიაწოდეს გაცვლითი პროგრამების შესახებ.
საელჩოს კულტურის ატაშე ჯულიუს ცაი მიესალმა ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტების ვიზიტს ამერიკის საელჩოში და ისაუბრა აშშ-საქართველოს ურთიერთობების ძირითადი პრინციპების შესახებ. მან ხაზი გაუსვა, რომ სახალხო დიპლომატიის კონტექსტში, სტუდენტებთან შეხვედრა მნიშვნელოვანია ქვეყნებს შორის ურთიერთობების გამყარებისთვის.