ევროპის უნივერსიტეტის სამართლებრივი დახმარების ცენტრი, რომლის საქმიანობაშიც პროფესიონალი იურისტების ზედამხედველობით, აქტიურად არიან ჩართულები სამართლის პროგრამის სტუდენტები, კვლავ წარმატებით აგრძელებს მოქალაქეთათვის სამართლებრივი მომსახურების გაწევას.
ამჟამად, სამართლებრივი დახმარების ცენტრს მოქალაქემ მიმართა, რომელსაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო შეზღუდული ჰქონდა ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
ცენტრის კოორდინატორებმა დაინტერესებულ პირს შესაბამისი სამართლებრივი კონსულტაცია გაუწიეს და საჭირო დოკუმენტაცია მოუმზადეს.