2019 წლის 24 ივნისს, ევროპის უნივერსიტეტში დაიწყო ჩიკაგოს სპრინგფილდის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, ნენსი სკანელის ინგლისურენოვანი კურსი ტურიზმის მიმართულებით, რომელიც 5 დღეს გაგრძელდება.
ინტერაქტიური კურსის განმავლობაში, სტუდენტები შეასრულებენ სხვადასხვა დავალებასა და მცირე კვლევას საქართველოსა და მსოფლიოში ტურიზმის სფეროში არსებულ ტენდენციებზე.
კურსი 28 ივნისს დასრულდება გამოცდით, რომლის დროსაც სტუდენტები ჯგუფურ პროექტებს წარმოადგენენ.