13 ივნისს, 16:00 საათზე, ევროპის უნივერსიტეტის დარბაზში, ცნობილი კომპოზიტორის, ვაჟა აზარაშვილის საღამო გაიმართა.
საღამოზე დასწრება თავისუფალი გახლდათ. შეხვედრას ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტები და ადმინისტრაცია ესწრებოდა.
გამოჩენილმა კომპოზიტორმა დამსწრე საზოგადოებას თავისი ყველაზე მეტად ცნობილი და პოპულარული სიმღერები შეუსრულა და საკუთარი ბიოგრაფიიდან ყველაზე საინტერესო ეპიზოდები გაიხსენა.
სატელევიზიო პროექტ “მხოლოდ ქართულის” მონაწილე ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა ვიოლეტა მგალობლიშვილმა კომპოზიტორთან ერთად აკაპელაში შეასრულა მისი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სიმღერა ,,ისევ წვიმს”, რაც საღამოს ყველაზე მეტად დასამახსოვრებელი მომენტი აღმოჩნდა.