2019 წლის 23 ივნისს ისრაელში ევროპის უნივერსიტეტსა და გორდონის კოლეჯს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
შეხვედრაზე, რომელიც გორდონის კოლეჯის პრეზიდენტს, Yecheskel Taler-ს, ვიცე-პრეზიდენტს, Igal Sheinis-ს და ევროპის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორს, თამარ კერძაიასა და სწავლების ინოვაციური მეთოდების ტრენინგ ცენტრის ხელმძღვანელს, თამთა ცოცხალაშვილს შორის გაიმართა, მხარეები შეთანხმდნენ, სწავლა-სწავლებისა და შეფასების ინოვაციური მეთოდების დანერგვის მიზნით, განსახორციელებელ ერთობლივ ღონისძიებებზე.
გორდონის უნივერსიტეტის სწავლების ცენტრის ხელმძღვანელმა, Hadas Shelly-Huber-მა ევროპის უნივერსიტეტის დელეგაციას ცენტრის მიერ დანერგილი ინოვაციური მეთოდები, მათ შორის, უახლესი ტექნოლოგიები გააცნო, რომელიც წარმატებითაა ინტეგრირებული სწავლა-სწავლებისა და შეფასების პროცესში.