2019 წლის 11 ივნისს, ევროპის უნივერსიტეტში, ქ. მაიამის მოსამართლემ (აშშ) მარკ სპეისერმა, ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია გამართა. ლექციის თემა იყო „მარიხუანას სამართლებრივი რეგულაციები აშშ-ში“.
ამერიკელმა მოსამართლემ თავისი პრაქტიკის პრეცედენტები გააცნო ქართველ სტუდენტებს. შეხვედრაში მონაწილეობდა ევროპის უნვერსიტეტის პროფესორი გიორგი ღლონტი. მან პარალელები გაავლო ქართულ რეალობასთან. ქართველი მსმენელისთვის ამერიკული გამოცდილება მეტად საინტერესო აღმოჩნდა.
შეხვედრის შემდგომ, მარკ სპეისერმა ევროპის უნივერსიტეტის მუზეუმი დაათვალიერა. მუზეუმში ევროპის უნივერსიტეტის ისტორიულ არქეოლოგიური კოლექციებია წარმოდგენილი, რომელიც გვიან ბრინჯაოს და ფეოდალურ ხანას მოიცავს.