სხვა სიახლეები

ევროპის უნივერსიტეტმა, სასტუმრო-კომპლექს ბაზალეთში, მეხუთე სტუდენტური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გამართა

evropis-universitetma-sastumro-kompleks-bazaletshi-mekhute-studenturi-saertashoriso

2019 წლის 15 ივნისს, ევროპის უნივერსიტეტმა, სასტუმრო-კომპლექს ბაზალეთში, მეხუთე სტუდენტური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გამართა.
კონფერენციაში როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო უნივერსიტეტებიდან საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურზე მყოფ ნებისმიერ სტუდენტს შეეძლო მონაწილეობის მიღება.

კონფერენცია ვიცე-რექტორის, გოჩა თუთბერიძის, მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა.

მეხუთე სტუდენტურ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ევროპის უნივერსიტეტის შიდა შესარჩევი კონფერენციის გამარჯვებულმა სტუდენტებმა და სხვა უნივერსისტეტის წარმომადგენლებმა.

დარგის ექსპერტების მიერ კონფერენციაზე წარმოდგენილი ნაშრომების შეფასება წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების საფუძველზე განხორციელდა.

კონფერენცია სამ სექციად წარიმართა:

  1. ჯანმრთელობის დაცვისა და მედიცინის სექცია;
  2. ტურიზმის, ბიზნესის, ეკონომიკისა და IT ტექნოლოგიების სექცია;
  3. სამართლის, ჰუმანიტარულ  და სოციალური მეცნიერებების (განათლება, ფსიქოლოგია, საერთაშორისო ურთიერთობები) სექცია.

კონფერენციის ყველა მონაწილეს კონფერენციაში მონაწილეობის სერთიფიკატი, ხოლო საუკეთესო სტატიის ავტორებს, სერთიფიკატთან ერთად სხვადასხვა სახის ჯილდოები გადაეცათ.
ასევე, სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის სტუდენტს – გიორგი ლოთიშვილს, სერთიფიკატთან ერთად, რამაზ ლომინაძის სახელობის ფონდის მიერ დაწესებული სპეციალური პრიზიც გადაეცა.

ნაშრომები, რომლებსაც მაღალი შეფასება მიენიჭა, უნივერსიტეტის გამოცემაში  – სტუდენტური სამეცნიერო ნაშრომები 2019 – დაიბეჭდება.

მეხუთე სტუდენტური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის გამარჯვებულები გახდნენ:

ჰუმანიტარულ  და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტი

  • მარიამ ცუცქირიძე – პირველი ადგილი;
  • ნინო ცაბუტაშვილი –  მეორე ადგილი;
  • გიორგი ლოთიშვილი – მესამე ადგილი.

ტურიზმის, ბიზნესის, ეკონომიკისა და IT ტექნოლოგიების ფალულტეტი:

  • ლიკა ვარდოსანიძე – პირველი ადგილი;
  • ეთერ ახალაძე – მეორე ადგილი;
  • ლევან კიკილაშვილი – მესამე ადგილი.

მედიცინის ფაკულტეტი

  • საბარუ ვენკატა ნაგა მეგანა – პირველი ადგილი;
  • შვეტა ტილანტე – მეორე  ადგილი;
  • მოჰამედ ქუმარ ნაიკ – მეორე  ადგილი;
  • ალიკია ჩიპურუპალი – მესამე  ადგილი.

სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის ცენტრის უფროსის, ლოლიტა შენგელიას ინიციატივით, სპეციალური პრიზი იამენ ხანს გადაეცა, საუკეთესო სამეცნიერო ნაშრომისთვის – ,,ლუმინესენციის სამედიცინო გამოყენება’’.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *