19 ივნისს, ევროპის უნივერსიტეტში, ფსიქოლოგიის ლექციების ციკლის ,,ყველა გზა ტვინში მიდის“ პირველი საჯარო მოსმენა გაიმართა, რომლის თემასაც წარმოადგენდა: „მიჯაჭვულობა, როგორც სოციალური ურთიერთობის საფუძველი, ნეირობიოლოგიური სამედიცინო და სოციალური ასპექტები.“
ლექციას უძღვებოდა უნივერსიტეტის პროფესორი ბაკურ კოტეტიშვილი, რომელმაც სტუდენტების ჩართულობით მოამზადა აღნიშნული გამოსვლა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ევროპის უნივერსიტეტის სხვადასხვა სპეციალობის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები.
განსახილველი თემა მიეძღვნა მიჯაჭვულობის მნიშვნელობას, მის ფორმებს, დარღვევებსა და კორექციას ბავშვის განვითარებაში.