2019 წლის 13 მაისიდან 3 ივნისისი ჩათვლით, ევროპის უნივერსიტეტში, საქართველოს პროექტების მართვის ასოციაციისა (IPMA Georgia) და ევროპის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ორგანიზებით, ოთხი მოდულისგან (8 საათი) შემდგარი მოკლევადიანი ტრენინგ-კურსი ,,პროექტების მართვის საფუძვლები HR პროფესიონალებისთვის“ ჩატარდა.
მოკლევადიან ტრენინგზე განხილული იყო შემდეგი საკვანძო საკითხები:
- პროექტის კომუნიკაცია და სტეიკჰოლდერების მართვა;
- პროექტის შინაარსის მართვა;
- პროექტის განრიგის შედგენა;
- პროექტის ბიუჯეტის შედგენა;
- რესურსების მართვა.
ტრენინგს დაესწრო 20-მდე HR პროფესიონალი სხვადასხვა ორგანიზაციიდან და მათ ორენოვანი საერთაშორისო სერთიფიკატები გადაეცათ.
ტრენერი: ნინო გორგაძე PMP, MBA.
პროფესიონალი პროექტების მენეჯერი (PMP).
პროექტების /პროგრამების მართვის გამოცდილება – 15 წელზე მეტი.
ტრენინგების/ლექციების ჩატარების გამოცდილება – 6 წელზე მეტი.
სექტორები: საჯარო, ბიზნეს, არასამთავრობო (IT, მშენებლობა, ეკონომიკური და სექტორული განვითარება, კონსალტინგი, მედია).
ამჟამად: IPMA Georgia აღმასრულებელი დირექტორი, პმ ტრენერი, პმ ლექტორი.
განათლება: ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის მაგისტრი პროექტების მართვაში.
IPMA Georgia – ს შესახებ: www.gpma.ge; FB.com: GeorgiaPMA
ევროპის უნივერსიტეტის შესახებ: www.eu.edu.ge
ტრენერის შესახებ: https://www.linkedin.com/in/nino-gorgadze-pmp-7370b36/