2019 წლის 6 ივნისს, ევროპის უნივერსიტეტმა პარტნიორი ორგანიზაციებისთვის ბიზნეს ვახშამი გამართა. შეხვედრის მიზანი სამართლის სფეროში მოღვაწე დამსაქმებელთა მხრიდან ევროპის უნივერსიტეტის სამართლის განახლებული პროგრამის შეფასება და ამ მიზნით, დამსაქმებელთა მოთხოვნების განხილვა იყო.
ღონისძიების პირველი ნაწილი ფორმალურ ვითარებაში წარიმართა. განხილულ იქნა სამართლის განახლებული პროგრამა. პარტნიორებმა ისაუბრეს მათ მოლოდინებზე კურსდამთავრებულთა მიმართ, შეჯერდა ის ძირითადი სამართლებრივი სფეროები და უნარები რისი ცოდნაც გაზრდის მოთხოვნას კურსდამთავრებულებზე და კონკურენტუნარიანს გახდით მათ იურიდიულ ბაზარზე.
ღონისძიების მეორე ნაწილში სტუმრებმა საკონფერენციო დარბაზიდან არაფორმალურ გარემოში გადაინაცვლეს, სადაც უშუალო კომუნიკაციის პირობებში, სამომავლო პერსპექტივები და ის თანამშრომლობის ფორმები განიხილეს, რასაც უნივერსიტეტი პარტიორ ორანიზაციებს სთავაზობს, მჭიდრო და ეფექტიანი კოლაბორაციის მიზნით.
ბიზნეს ვახშამზე მოწვეულ სტუმრებს შორის გახლდნენ:
- საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ადმინისტრაციის უფროსი სალომე ტყეშელაშვილი;
- საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის თავჯდომარე თორნიკე ბარბაქაძე;
- საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრი კონსტანტინე გელაშვილი;
- საქართველოს ნოტარიუსთა პალატის აღმასრულებელი დირექტორი თეა აბრამიძე;
- საქართველოს ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი სოფიო გოგაშვილი;
- თბილისის საქალაქო სასამართლოს მომსახურების ცენტრის უფროსი მარიამ ჯიბლაძე;
- თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეორადი სტრუქტურის ერთეულის ხელმძღვანელი ნათია გველესიანი;
- დევნილთა და ჯანდაცვის სამინისტროს სამმართველოს უფროსი დავით ფეიქრიშვილი;
- საქართველოს ეროვნული ბანკის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი გვანცა ცქიტიშვილი;
- საქართველოს ეროვნული ბანკის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის წამყვანი სპეციალისტი ეკატერინე წყაროველი;
- საქართველოს გენერალური პროკურატურის HR დეპარტამენტის პროფესიული განვითარებისა და კარიერის მართვის ცენტრის მმართველი სოფია ბაბულიძე;
- საქართველოს წითელი ჯვრის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი თამარ კამკამიძე;
- საქართველოს წითელი ჯვრის გენერალური მდივანის მოადგილე კახა მამულაძე;
- ELSA თბილისის სამართლის სკოლების დირექტორი ნინო შანავა;
- „კოჟორიძე – იურიდიული და ბიზნეს კონსალტინგის“ პარტნიორი კახა კოჟორიძე;
- შპს პრობლემური აქტივების ბიუროს წარმომადგენელი ნათია სადუნიშვილი;
- შპს პრობლემური აქტივების ბიუროს იურისტი ნათია აღოშაშვილი;
- შპს „ჯასთის ლიგ“-ის მმართველი პარტნიორი დიტო ხვიჩია;
- იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის მიადგილე ნინო მელაძე.