2019 წლის 8 ივნისს, ევროპის უნივერსიტეტში იმიტირებული სასამართლო პროცესის მასტერკლასი გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ როგორც ევროპის უნივერსიტეტის, ასევე საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტების სამართლის ფაკულტეტის სტუდენტები.
მომხსენებელმა, ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, სამართლებრივი დახმარების ცენტრის დირექტორმა – თათია დოლიძემ ყურადღება გაამახვილა იმიტირებული სასამართლო პროცესის შესავალი სიტყვის აგებაზე, დაკითხვის ტაქტიკაზე და ასევე განიხილა სხვა საპროცესო უნარ-ჩვევები.