2019 წლის 4 ივნისს, ევროპის უნივერსიტეტსა და ახალგაზრდა ლიდერების ეროვნულ ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მხარეები მომავალი თანამშრომლობის პირობებზე შეთანხმდნენ, კერძოდ, ერთობლივად მოიძიებენ ქართულ და უცხოურ ფონდებს და შეიტანენ პროექტებს, ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტები ჩაერთვებიან ასოციაციის სხვადასხვა აქტივობებში, დაიგეგმება ერთობლივი სტუდენტური შემეცნებითი ღონისძიებები (ტურები, საღამოები), სადაც საქართველოს ყველა უნივერსიტეტის სტუდენტი იქნება ჩართული.
პირველი შეთავაზება, რაც ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებმა მიიღეს, იმიტირებული გამოძიების პროექტია, რაც ნოვაციაა ქართულ სტუდენტურ ცხოვრებაში. სტუდენტები რამდენიმე დღით ქალაქგარეთ კარვებში იცხოვრებენ, სადაც ინსტრუქტორები ჩაუტარებენ იმიტირებულ საგამოძიებო პრეცესს: იმიტირებული მკვლელობა, შემთხვევის ადგილის დათვალიერება, ამოცნობა, დაკითხვა და ა.შ.
ბოლოს ჩატარდება იმიტირებული სასამართლო პროცესი თბილისში. ევროპის უნივერსიტეტის დაინტერესებულმა სტუდენტებმა უნდა მიმართონ ფაკულტეტს.