საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი “გლობალიზაცია და ბიზნესი“ (http://www.eugb.ge/) განთავსებულია გლობალურ საინფორმაციო ბაზაში EBSCO , რომელიც, როგორც ცნობილია, ასევე წარმოადგენს ჟურნალების, წიგნების და სხვა ელექტრონული გამოცემების ერთ-ერთ უდიდეს ბიბლიოთეკას. აღნიშნული ბაზა მოიცავს სოციალურ მეცნიერებებს, ასევე ბიზნესის, მედიცინის, სამართლის და სხვა მიმართულებებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ჟურნალის საშუალებით მნიშვნელოვნად მაღლდება საქართველოს მეცნიერებისათვის საკუთარი კვლევის შედეგების მსოფლიოსათვის გაცნობის პოტენციალი.
ვულოცავთ ჟურნალის ამ წარმატებას ევროპის უნივერსიტეტს, მის ხელმძღვანელობას, ჟურნალის მთავარ რედაქტორს, სარედაქციო კოლეგიის და ექპერტ-რეცენზენტთა საბჭოს ქართველ და უცხოელ წევრებს, ბიზნესის და ტექნოლოგიების ფაკულტეტს, ასევე ჟურნალის გამომცემელს გლობალიზაციის ეკონომიკური და სოციალური პრობლემების კვლევით ინსტიტუტს და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს.
აღსანიშნავია, რომ EBSCO-ს ბაზაში საქართველოდან მხოლოდ ორი ჟურნალია წარმოდგენილი და ერთ-ერთი, სწორედ ევროპის უნივერსიტეტის გლობალიზაციის ეკონომიკური და სოციალური პრობლემების კვლევითი ინსტიტუტის ჟურნალი – ,,გლობალიზაცია და ბიზნესია“.