სხვა სიახლეები

ევროპის უნივერსიტეტში, მედიცინის ფაკულტეტის ყოველწლიური მე-6 სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა

evropis-universitetshi-meditsinis-pakultetis-qovelcliuri-me-6-studenturi-sametsniero

2019 წლის 3 ივნისს, ევროპის უნივერსიტეტში მედიცინის ფაკულტეტის ყოველწლიური მე-6 სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა.

კონფერენცია გახსნა ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ, ნათია ჯოჯუამ. ასევე მისასალმებელი სიტყვა წარმოსთქვა სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის  ხელშეწყობის ცენტრის უფროსმა ლოლიტა შენგელიამ, რომელმაც მონაწილეებს კომისიის შემადგენლობა და მუშაობის წესი გააცნო.

კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო მედიცინის აქტუალური, კვლევებზე დაფუძნებული მოხსენებები. აღსანიშნავია, რომ კონფერენციაზე წარმოდგენილი სამეცნიერო ნაშრომები სრულად აკმაყოფილებდა სამეცნიერო სტანდარტებს და მრავალფეროვნებითაც გამოირჩეოდა.

კონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცა სერთიფიკატი.

გამოვლინდა საუკეთესო მოხსენების ავტორები:

  • ალიკია ჩიფურუფალი;
  • იამენ ხანი;
  • შვეტა ტილანტე;
  • საბარუ ვენკატა ნაგა მეგანა;
  • მოჰამედ ქუმარ ნაიკი; როჰით რათჰორე;
  • სონუ ვაცა;
  • მრიგაკშიკა შარმა.

გამარჯვებული სტუდენტები მონაწილეობას მიიღებენ ევროპის უნივერსიტეტის მეხუთე სტუდენტურ საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც გაიმართება 15 ივნისს ბაზალეთში.

საუკეთესო მომხსენებლებს სერთიფიკატებთან ერთად ჯილდოებიც გადაეცემათ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *