1 ივნისს, ევროპის უნივერსიტეტში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ყოველწლიური მე-5 სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა.
კონფერენცია გახსნა ფაკულტეტის დეკანმა თორნიკე ხოშტარიამ, რომელმაც მონაწილეებს კომისიის შემადგენლობა და მუშაობის წესი გააცნო.
კონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცა სერთიფიკატი.
გამოვლინდა საუკეთესო მოხსენების ავტორები:
- თამარ ბეგლარაშვილი;
- ეთერ ახალაძე;
- მარი კაპატაძე;
- ლიკა ვარდოსანიძე;
- ქეთევან ხოზრევანიძე.
გამარჯვებული სტუდენტები მონაწილეობას მიიღებენ ევროპის უნივერსიტეტის მიერ გამართულ მეხუთე სტუდენტურ საერთაშორისო კონფერენციაში, სადაც სერთიფიკატებთან ერთად ჯილდოებიც გადაეცემათ.