1 ივნისს, ევროპის უნივერსიტეტში სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ყოველწლიური მე-5 სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა.
კონფერენცია გახსნა ფაკულტეტის დეკანმა იოსებ კელენჯერიძემ, რომელმაც მონაწილეებს კომისიის შემადგენლობა და მუშაობის წესი გააცნო. მისასალმებელი სიტყვა წარმოსთქვა სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის ცენტრის უფროსმა ლოლიტა შენგელიამ.
კონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცა სერთიფიკატი. გამოვლინდა საუკეთესო მოხსენების ავტორები: მარიამ ცუცქირიძე, ნინო ცაბუტაშვილი და გიორგი ლოთიშვილი.
გამარჯვებული სტუდენტები მონაწილეობას მიიღებენ ევროპის უნივერსიტეტის მიერ გამართულ მეხუთე სტუდენტურ საერთაშორისო კონფერენციაში, სადაც სერთიფიკატებთან ერთად ჯილდოებიც გადაეცემათ.