ევროპის უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობების და მარკეტინგის სამსახურის სტაჟიორის შერჩევის მიზნით – 1 ვაკანსია;
ძირითადი მოვალეობები:
- მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა-განხორციელებაში მონაწილეობა;
- ხელმძღვანელის მიერ დავალებული სხვადასხვა დამატებითი ფუნქციის შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული უნარ-ჩვევები:
- სასურველია უმაღლესი განათლება მარკეტინგის/ბიზნეს ადმინისტრირების ან PR- მიმართულებით;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
- სწორად კომუნიკაციის უნარი;
- კრეატიული და სხარტი აზროვნების უნარი;
- ქართულად და ინგლისურად გამართული წერის უნარი.
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- კომუნიკაბელურობა;
- აქტიურობა;
- კრეატიულობა;
- გრაფიკული პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესად.
გასაუბრების წარმატებით გავლის შემთხვევაში, კანდიდატი ინიშნება აღნიშნულ პოზიციაზე 3 თვიანი ვადით.
კონკურსის ვადები
კონკურსი გამოცხადებულია 2019 წლის 29 მაისიდან;
სტაჟირების გავლის მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2019 წლის 29 მაისიდან 04 ივნისის ჩათვლით;
შერჩეულ კანდიდატებს მიეცემათ ზეპირი ან/და წერითი დავალება და ჩატარდება გასაუბრება საბუთების მიღების დასრულებიდან არაუგვიანეს 5 კალენდარული დღის ვადაში.
კონკურსის შედეგები გამოცხადდება არაუგვიანეს 2019 წლის 20 ივნისამდე;
დაინტერესებულმა პირებმა საკონკურსო განაცხადი და სხვა დოკუმენტები (არსებობის შემთხვევაში) უნდა წარადგინონ უნივერსიტეტის საქმისწარმოების სამსახურში ან გამოაგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე (info@eu.edu.ge) 2019 წლის 29 მაისიდან 04 ივნისის ჩათვლით.
საკონტაქტო ინფორმაცია კონკურსანტებისათვის
კონკურსანტთა განაცხადების მიღებას, რეგისტრაციას, ასევე კონკურსანტთა კონსულტირებას უზრუნველყოფს ევროპის უნივერსიტეტის საქმის წარმოების სამსახური.
საკონტაქტო რეკვიზიტები: თბილისი, დ. გურამიშვილის გამზ. N76. info@eu.edu.ge
ტელ: 032 2141 181; 032 2000 171.