2019 წლის 23 მაისს, ევროპის უნივერსიტეტში განათლებისა და მეცნიერების ყოფილმა მინისტრმა, სერტიფიცირებულმა საერთაშორისო ტრანსფორმაციულმა ტრენერმა, Flowmaster-ის დირექტორმა, დამფუძნებელმა და ევროპის უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ, სტუდენტებთან გამართა შეხვედრა თემაზე – “წარმატების რთული გზა”.
შეხვედრაზე განხილული საკითხები მოიცავდა:
- სოციალური აქტივობის მნიშვნელობას და მის გავლენას ჩვენს წარმატებაზე;
- ცნობილ პერსონებთან ურთიერთობის ეფექტურ ფორმებსა და ბენეფიტებს;
- სამსახური განვითარებისთვის, თუ ფულისთვის?
- წარმატებული ხალხის წარუმატებლობა.
შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც ევროპის, ასევე სხვა უნივერსიტეტის სტუდენტები.