2019 წლის 23 მაისს, ევროპის უნივერსიტეტის ენებისა და კულტურის ცენტრმა და ახალგაზრდა ლიდერების ეროვნულმა ასოციაციამ მემორანდუმი გააფორმა.
მხარეები შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობაზე, კერძოდ, სტუდენტების თანხლებით ჩატარდება ერთობლივი შემეცნებითი ვიზიტები საელჩოებში. მოხდება საერთაშორისო ფონდების მოძიება და ერთობლივი საგრანტო პროექტების წარდგენა.