2019 წლის 25 მაისს, ევროპის უნივერსიტეტში გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე: „უსაფრთხოების პრობლემა საერთაშორისო ურთიერთობებში“.
შეხვედრას გაუძღვება აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების კონფერენციის (CORLEAP) მუდმივმოქმედი წევრი, ქეთევან მამულაშვილი.
განხილული იქნება მსოფლოში მიმდინარე აქტუალურ საკითხები, მათ შორის, ტერორიზმის საფრთხეები ევროკავშირის და მის პარტნიორ სახელმწიფოებში, რუსეთის ინტერვენცია საქართველოში და რუსეთის პოლიტიკა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მიმართ.
შეხვედრაზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ მსურველს.
მისამართი: გურამიშვილის 76. ევროპის უნივერსიტეტის საკონფერენციო ოთახი N 506;
დრო – 12 :00 საათი.