საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტი, ისრაელის შესახებ კონკურსის გამარჯვებულია

evropis-universitetis-studenti-israelis-shesakheb-konkursis-gamarjvebulia

საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურისა და „ისრაელის სახლის“ ურთიერთანამშრომლობის ფარგლებში, ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა ბექა ლაგურაშვილმა გამარჯვება მოიპოვა სტუდენტური ნაშრომების კონკურსში.
ბექას ნაშრომი „ჰოლოკოსტიდან წარმატებულ სახელმწიფოებრიობამდე” ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

კონკურსი „ისრაელის სახლის“ ინიციატივით ჩატარდა შემდეგ თემებზე:

  • ჰოლოკოსტიდან წარმატებულ სახელმწიფოებრიობამდე.
  • ქართულ-ებრაული ურთიერთობები – მორალურ – პოლიტიკური კაპიტალი საქართველო-ისრაელის სახელმწიფოებრივ კავშირებში.
  • ებრაელი ხალხის უფლება ისრაელის მიწაზე.
  • თანამედროვე ანტისემიტიზმი და საინფორმაციო ომი ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ.
  • ალია – მულტიკულტურალიზმი თუ პარტიკულარიზმი.

კონკურსში მონაწილეობდა მრავალი სტუდენტი საქართველოს ხუთი უნივერსიტეტიდან (ევროპის უნივერსიტეტის,  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას უნივერსიტეტის, საქართველოს უნივერსიტეტისა და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სტუდენტები).

3-5 დღიანი გაცნობითი ხასიათისას ვიზიტისას, ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტს ებრაული მხარე დაუფინანსებს  ისრაელში მგზავრობისა და სასტუმროში განთავსების ხარჯებს. გამარჯვებული შეხვდება ისრაელის პრესას და საზოგადოებრივი აზრის შემქმნელებს, მოინახულებს წმინდა ადგილებსა და ღირსშესანიშნაობებს, ეწვევა წამყვან ებრაულ უნივერსიტეტებს, ჯარს, ქნესეთს, იერუსალიმის იად ვაშემის მემორიალურ მუზეუმს  და სხვა ორგანიზაციებს.

ისრაელში გამარჯვებული სტუდენტი, როგორც ახალგაზრდა ელჩი, ოფიციალურ შეხვედრაზე წარმოადგენს საკუთარ ქვეყანასა და ხედვას საქართველო-ისრაელის კავშირებში ახალგაზრდების როლის შესახებ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *