სხვა სიახლეები

კონკურსის პრეზენტაცია “ებრაული კულტურული მემკვიდრეობა საქართველოში”

konkursis-prezentatsia-ebrauli-kulturuli-memkvidreoba-sakartveloshi

2019 წლის 15 მაისს, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ორგანიზებით, ,,ისრაელის სახლის წარმომადგენელმა” , ჯანო ჯანაშვილმა, ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის კონკურსის პრეზენტაცია გამართა თემაზე ,,ებრაული კულტურული მემკვიდეროაბა საქართველოში”.

შეხვედრაზე, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელმა, ლაშა ჩახვაძემ მოკლედ მიმოიხილა ქართულ-ებრაული ურთიერთობების ისტორია და ებრაული კულტურის ძეგლები.

კონკურსის პრეზენტაციაზე, “ისრაელის სახლის” წარმომადგენელმა ფართო, ევროპულ კონტექსტში წარმოადგინა კონკურსის მიზნები. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამ კუთხით თანამშრომლობა გაგრძელდება.

კონკურსის მიზანია ებრაული კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ცნობიერების ამაღლება. კონკურსის მონაწილეები აუდიო-ვიზუალური ფორმით აღწერენ თბილისის ებრაული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ, როგორც ცალკეულ პირებს, ასევე ჯგუფებს.

პრიზების რაოდენობა 5000 ევრომდეა. საუკეთესო ნამუშევრის ავტორი გაემგზავრება ევროპაში გამოფენაზე.

ნამუშევრის წარდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის 26 ივნისი.

გთხოვთ იხილოთ უფრო დაწვრილებით

ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

ლაშა ჩახვაძე, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური
international@eu.edu.ge
internationalgazette.wordpress.com

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *