ევროპის უნივერსიტეტში არსებული სამართლებრივი დახმარების ცენტრმა, რომელიც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს სხვადასხვა იურიდიულ მომსახურებას თავაზობს (დარგის წამყვანი სპეციალისტების და ევროპის უნივერსიტეტის სამართლის სპეციალობის სტუდენტების შესრულებით), კიდევ ერთი საინტერესო საქმე მიიღო წარმოებაში.
საქმე ეხება სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების პრობლემებს და განსაკუთრებული სირთულით ხასიათდება.
სამართლებრივი დახმარების ცენტრის კოორდინატორებმა მოისმინეს კლიენტის ინტერვიუ, დააზუსტეს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და გაეცნენ საქმის მასალებს, რის საფუძვლზეც მომზადდება საჭირო იურიდიული დოკუმენტაცია.