ევროპის უნივერსიტეტის 2018 წლის შემოდგომის სემესტრის სტუდენტთა კმაყოფილების კვლევის შედეგების ანალიზის მიხედვით, 15 მაისს, გაიმართა თითოეული ფაკულტეტის გამარჯვებული ლექტორების საზეიმო დაჯილდოვება.
სულ გამოვლინდა სამი საპრიზო ადგილი (I, II, III) და 9 გამარჯვებული: 3 -ბმედიცინის ფაკულტეტზე, 3 – ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტზე, 3 – სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე.
გამარჯვებულ ლექტორებს, ევროპის უნივერსიტეტისგან საჩუქრები გადაეცათ.