2019 წლის 12 ივნისს, ევროპის უნივერსიტეტში, ამერიკელი მოსამართლე მარკ სპეისერი, მასტეკლასს გამართავს თემაზე: „მოსამართლის პროფესიული ქცევის სტანდარტები“.
ყურადღება იქნება გამახვილებული მოსამართლის პროფესიული ქცევის მოთხოვნებზე, როგორც საერთაშორისო კუთხით, ასევე აშშ-ს კანონმდებლობის მიხედვით.
მარკ სპაიერს ევროპის უნივერსიტეტთან მრავალწლიანი პარტნიორობა აკავშირებს. მას არაერთხელ ჩაუტარებია საჯარო ლექცია და ტრენინგი ევროპის უნივერსიტეტში. მისი ინიციატივით ევროპის უნივერსიტეტის საუკეთესო სტუდენტმა მაიამის (აშშ) სასამართლოში ერთ თვიანი პრაქტიკა გაიარა.
მარკ სპეისერს უმაღლესი განათლება ვაშინგტონის ამერიკის უნივერსიტეტში აქვს მიღებული, 1972 წელს ჩრდილოეთ კაროლინის, 1976 წელს კი ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული გახდა. წლების მანძილზე იკავებდა საპასუხისმგებლო თანამდებობებს აშშ-ს პროკურატურაში, იუსტიციის სამინისტროში, წარმომადგენელთა პალატასა და საოლქო სასამართლოში. დღესდღეობით კი პროფესიულ საქმიანობას მოსამართლის პოზიციაზე აგრძელებს.
სპეისერს ლექციები მსოფლიოს არაერთ წამყვან უნივერსიტეტში აქვს ჩატარებული, მათ შორის ჩეხეთის მასარიკის უნივერსიტეტში, ტალინის სამართლის სკოლაში, უკრაინის დნეპროპეტროვსკის უნივერსიტეტში, მინსკის უნივერსიტეტში, ბელორუსის უნივერსიტეტში და აშშ-ს სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.
მასტერკლასზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ მსურველს. დასწრება უფასოა.
მასტერკლასი ჩატარდება ინგლისურ ენაზე.
გაიცემა სერთიფიკატი!
მისამართი: გურამიშვილის 76. ევროპის უნივერსიტეტის საკონფერენციო ოთახი N 506;
დრო – 12 :00 საათი.